1. პროექტის სახელი
,,თანამედროვეთა პოპულარული წიგნი"
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით
თანამედროვეთა დამოკიდებულება კითხვისადმი, როგორი სახის მკითხველი არსებობს
3. პროექტის სრული აღწერა
ჯგუფებად ვყოფ მოსწავლეებს, ინაწილებენ შესასრულებელ დავალებებს, შემდეგ კი მოსწავლეები ისაუბრებენ, თუ რა როლი აკისრია წიგნს ადამიანის ცხოვრებაში, თუ რამდენი სახის მკითხველი არსებობს, გაარკვევენ თანამედროვეთა(თანატოლთა) დამოკიდებულებას წიგნისადმი, მოიძიებენ, რა სახის წიგნებს კითხულობენ, რას ანიჭებენ უპირატესობას ქართულ ლიტერატურას თუ საზღვარგარეთულს, ვის რა მოსწონს, რისთვის კითხულობენ და რას იძენენ კითხვით, მოსწავლეები აიღებენ მათგან(თანატოლებისგან) ინტერვიუებს
4. მონაწილეთა ასაკი
15-18 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა
3 თვე (მარტი,აპრილი,მაისი)
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
მოძიებული მასალის ანალიზი, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე, ინტერვიუს აღების მეთოდით საკითხში ჩაღრმავება, ბლოგების შექმნა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარს, აღმოაჩენენ, რომ ,,წიგნი ერთი თაობის მიერ მეორისათვის დატოვებული სულიერი ანდერძია," მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე
8. სარგებელი სხვებისთვის
წიგნიერების აუცილებლობის აღიარება და დაინტერესება
9. სამუშაო ენა
ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან
ვარდისუბნისა და ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
გაიმდიდრებენ ქართული ლექსიკის მარაგს, განუვითარდებათ ინფორმაციის გაგების, ანალიზისა და შეფასების უნარი, ჯგუფური მუშაობის, პროექტებზე და ბლოგებზე მუშაობის უნარი
12. პროექტის ავტორი
მანანა მოლოდინაშვილი
13. ავტორის ელ.ფოსტა
mananamolodinashvili@gmail.com
14. პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი
mananamolodinashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment